ახალი ამბები

თელავი ჰაერის დაბინძურების მხრივ ყველაზე სუფთა ქალაქად დასახელდა

სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ ბაგრატიას ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურება პირდაპირ არის დაკავშირებული ტრანსპორტთან, მის გამონაბოლქვთან და მშენებლობებთან.  ,,მნიშვნელოვანია, მშენებლობების დროს ჰაერის ცირკულაცია არ ჩაიკეტოს, რათა ჰაერის მასების გადაადგილებას ხელი არ შეეშალოს. ჰაერის დაბინძურების კუთხით საკმაოდ სავალალო მდგომარეობაა ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში, სადაც მტვრის მაქისმალური კონცენტრაცია 1.8-ჯერ აღემატებოდა ნორმას. არის შემთხვევბი, სადაც 4.4-ჯერაც აღემატებოდა ნორმას. ჰაერის დაბინძურების კუთხით თელავი, ზუგდიდი და ახალციხე ყველაზე სუფთა ქალაქებია“, – განაცხადა თამარ ბაგრატიამ.