ახალი ამბები

კისისხევში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის რესტავრაცია იგეგმება

როგორც knews.ge-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა, ეკლესიის რესტავრაციის პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
,,პროექტირების დასრულებისთანავე დაითვლება რესტავრირებისათვის საჭირო ხარჯი და შესაბამისი თანხის მოძიება დაიწყება. სოფელ კისისხევის მოსახლეობა რამდენიმე წელია, რაც სოფელში მოქმედი ტაძრის რესტავრაციას ითხოვს”, – განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ანთიძემ.