ახალი ამბები

პარტია “ქართული ოცნებას” ახმეტაში მამუკა ხოლეგაშვილი უხელმძღვანელებს

აღნიშნულ თანამდებობაზე ხოლეგაშვილი დღეს, ” ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ახმეტის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციაზე აირჩიეს, რომელსაც კოალიცია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახი კალაძე, კოალიცია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტის რწმუნებული- გუბერნატორი კახეთის რეგიონში ირაკლი შიოლაშვილი, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა და დელეგატებმა კოალიციის მიერ გაწეულ მუშაობასა და პარტიის სამომავლო სტრატეგიაზე ისაუბრეს.