ლაგოდეხში 19 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო

გოგონას ცხედარი ახლობლებმა ნათესავის ბინაში იპოვეს. გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. 
knews.ge-ს სუიციდის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.