ახალი ამბები

დღეს თელავში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჟურნალისტებს შეხვდება

აბაშიშვილი ჟურნალისტებს გააცნობს კახეთის რეგიონში პრეზიდინეტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარებას.

,,პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ აბაშიშვილი ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. მედიის წარმომადგენლებს ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციის უფროსთან ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობაც ექნებათ”, – განუცხადეს knews.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ღონისძიება, თელავის მედია კაფეში, 16:00 საათზე დაიწყება.