ახალი ამბები

ლაგოდეხში დაკარგული მონადირეების ოჯახებმა საპროტესო აქცია გამართეს

ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკარგული მონადირეების ადგილსამყოფელის დადგენისთვის ორ დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამინისტროსთან მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყებით იმქურებიან. 
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლოს ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონებიდან მთაში სანადიროდ წასულ ახალგაზრდებს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაღესტნის ტერიტორიაზე დაკავებული ახალგაზრდები დაკარგული მონადირეები იყვნენ, არ დადასტურდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს 2015 წლის 28 დეკემბრიდან 2016 წლის 8 იანვრის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკის სასაზღვრო მონაკვეთზე საზღვრის არალეგალური კვეთისას საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტს”, – განმარტეს კიდევ ერთხელ სამინისტროში. 
მონადირეებს მაშველები მე-17 დღეა უშედეგოდ ეძებენ.