ახალი ამბები

სოფელ ქისტაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ვ.დ.შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბექა ბაიდაურის განცხადებით, მკვლელობის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.  ,,ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობს კრიმინალისტიკური სამსახური,” – აცხადებს knews.ge-სთან ბექა ბაიდაური.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით. უწყებისვე ცნობით, ცნობილია სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობა და ამ დროისთვის მიმდინარეოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მის დასაკავებლად.