ახალი ამბები

ფერმერები სარწყავი სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მე­ვენახეებისა და ფერმერების განცხადებით, სარწყავი სის­ტემის მოწესრიგება ერთიანად გაზრდის, როგორც გლეხის შე­მოსავალს, ასევე – მოსავლის რაოდენობას. 
მევენახეების თქმით, გვალვების გამო ვე­ნახები უფუჭდებათ, უწყლოობის გამო კი, ვაზის ძირები ხმება.
,,ბოლო წლებია ძალიან ცუდ მდგომა­რეობაში ვართ. წყალი არ გვქონდა ვენახში შეგვეტანა, რომ გახმობისგან გადამერჩინა ვაზი. ვენახის ნახევარი განადგურ­და. რამდენიმე ტონა ყურძენს ვკრე­ფავდი ყოველ წელს და ახლა ერთი ტონა ძლივს გამოვიდა. ვთხოვთ მთავრობას, რომ სოფლებში სარწყავი სისტემა მოაწესრიგონ, თუ არა და წყალი დააიაფონ, რომ მანქა­ნებით შევძლოთ მიტანა”, – აცხადებს knews.ge-სთან ბადრი ჯაჭვაძე. 
ფერმერებისვე განცხადებით, საირიგა­ციო სისტემის ძირეული რეაბი­ლიტაცია უნდა განხორციელდეს, რომ წყლის დანაკარგი დიდი არ იყოს და ის ყველა ფერმერის ნაკვეთამდე მივიდეს. 
,,ჩვენთვის დიდი დახმარება იქნება თუ სისტემის რეაბილიტაცია მოხდება. გვე­ცოდინება, რომ გვალვა არ გა­აფუჭებს ჩვენს მოსავალს და ჩვენც მშვიდად ვიქნებით. უფრო მეტს ვიმუშავებ და მეტ მოსავალს მივიღებ და ზარალიც ნაკლები იქნება. წინა წლებშიც დიდი ზარალი ვნახე, ძლიერი სიცხის გამო ვენახები და ხეხილის ბაღები გახმა. თუ სარწყავი სისტემის სრული რეაბილიტაცია მოხდება, გაუმჯობესდება ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წყალუზრუნველყოფა, რის შე­მდეგაც გაიზრდება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა “, – აცხადებს knews.ge-სთან გოჩა ცისკარიშვილი.