ახალი ამბები

ახალი წლის ღამეს კახეთში თოვლია მოსალოდნელი

ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, 29 დეკემბერს კახეთის ზოგიერთ ქალაქში იწვიმებს. 28,29, 30 დეკემბერს კახეთის რეგიონში დღისით იქროლებს დასავლეთის ქარი.
31 დეკემბერს კი წვიმის ნალექი თოვლში გადავა. თოვლია მოსალოდნელი 1-ელ და 2 იანვარსაც.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 31 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -3 გრადუსი, დღისით კი -1 +1-ის ფარგლებში დაფიქსირდება. 1 იანვარს ღამით ყინვა გაძლიერდება და -10 გრადუსამდე დაეცემა. 2 იანვარს ღამით -6 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო დღისით -1 გრადუსი ყინვა შენარჩუნდება.
კახეთში 5 იანვრიდან გამოიდარებს. დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით – 2 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება. 
სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 იანვარს საქართველოში თოვლის ნალექი შესუსტდება, 3 იანვარს კი შეწყდება. 
რაც შეეხება თვის წინასწარ პროგნოზს, ჰაერის ტემპერატურა +2+6 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით -1-6 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. წინასწარი პროგნოზთ, 9, 16, 17,18, 23, 27 და 28 იანვარს რეგიონში მცირე თოვლია მოსალოდნელი.