სოფელ ჩუმლაყში 17 წლის გოგონა გარდაიცვლილი იპოვეს

წინასწარი ინფორმაციით, გოგონას გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. knews.ge-ს ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი მოზარდი აბაზანაში გაგუდული ნახეს. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.