ახალი ამბები

თელავში ცოდნის ცენტრი გაიხსნა

ნაზღაიძის ინფორმაციით, ცოდნის ცენტრში აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მოემზადონ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები კი მსურველებს ინგლისურ, გერმანულ, რუსულ ენებსა და ბუღალტერიასაც შეასწავლიან. 
„ასეთი ტიპის ორგანიზაცია თელავში პირველად ჩამოყალიბდა. დაწყებითი კალსის მოსწავლეებისათვის გაიხსნება გახანგრძლივებული ჯგუფი, სადაც ჩვენთან მცირეწლოვანი ბავშვებისათვის სასიამოვნო გარემოა შექმნილი. ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ ძალიან კარგ მომსახურებას. გაკვეთილების მომზადებაში დაეხმარებიან პროფესიონალი მასწავლებლები. მოსწავლეებისათვის იქნება ზოგადი განათლების საათი. ისინი სხვადასხვა საკითხის შესახებ მიიღებენ დეტალურ და მნიშვნელოვან ინფორმაციას. ცოდნის ცენტრი ბავშვებს უზრუნველყოფს კვებით და ტრანსპორტირებითაც. გახანგრძლივებულ ჯგუფში მშობლის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია საათების დამატება. ცოდნის ცენტრში ლიტერატურული საღამოებიც გაიმართება და თელაველებს შესაძლებლობა ექნებათ, უშუალოდ შეხვდნენ ცნობილ პოეტებს, მწერლებს და გაეცნონ მათ შემოქმედებას“, – განუცახადა Knews.ge-ს ლიკა ნაზღაიძემ. 
ცოდნის ცენტრში მაღაზიათა ქსელი “ბუქ სითიც” განთავსდება. ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაცია კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებული საზოგადოების ინიციატივით ჩამოყალიბდა.