ახალი ამბები

ღვთისმსახურების შეუარცხყოფისათვის შესაძლოა ფულადი ჯარიმა დაწესდეს

კანონპროექტი, რომლის ინიციატორი სოსო ჯაჭვლიანია, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.
ცვლილებების მიხედვით, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს” ემატება ახალი მუხლი, რომლის მიხედვით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. პირი, რომელიც იმავე ქმედებას განმეორებით ჩაიდენს, დაჯარიმდება 600 ლარის ოდენობით. 
ამავე პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. განმაერებით ჩადენილ იმავე ქმედებაზე გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა.
კანონპროექტის მიღების მიზეზია, ბოლო პერიოდში გახშირებული მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და სასულიერო პირების შეურაცხყოფა”, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.