ახალი ამბები

თელავში რაგბის მოედანი აშენდება

ქალაქის მერის პლატონ კალმახელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე გეოლოგები იღებენ სინჯებს, რომლის დასრულების შემდეგ დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. 
,,პროექტის ფარგლებში აშენდება ორი სტადიონი, ერთი ბუნებრივი საფარით, რომელიც 1500 მაყურებელზე იქნება გათვლილი, ხოლო მეორე – ხელოვნური საფარით 500 მაყურებელზე. ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი პროექტს. ამ ეტაპზე ველოდებით გეოლოგების დასკვნას, რომ დაიწყოს ინფრასტრუქტურული სამუშაოები”,-აცხდებს Knews.ge-სთან პლატონ კალმახელიძე.
ქალაქში რაგბის მოედნის სამშენებლო სამუშაოებს ფონდი ,,ქართუ’’ დააფინანსებს.