ახალი ამბები

თელავში ახალგაზრდული ევროპული ცენტრი აშენდება

ქალაქის მერის ინფორმაციით, ქალაქში ევროპული ცენტრის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება.
,,თელავი არის საუნივერსიტეტო ქალაქი. შესაბამისად ევროპული ცენტრი სტუდენტებს ხელს შეუწყობს შესაძლებლობების რეალიზებაში. ახალგაზრდული ევროპული ცენტრის ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და აღიჭურვება უახლესი ტექნიკით. ჩვენ სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს გამოვუყავით ფართი შესაბამისი ცენტრის მშენებლობისათვის. პარალელურად ეს ცენტრი შეასრულებს ევროკავშირის ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრის ფუნქციას, რომელიც ბევრი მიმართულებით იმუშავებს,”- განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.