ახალი ამბები

სიღნაღში „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართება

ფესტივალი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდება. უწყებაში აცხადებენ, რომ წელს, პირველად, შემოდგომის ფესტივალზე სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქის საპატიო მოქალაქეებს დაასახელებს.
,,საფესტივალო სვლა 13:00 საათზე ბარათაშვილის ქუჩიდან დაიწყება. მთელ პერიმეტრზე ძველ სიღნაღურ აივნებზე ხალიჩები გამოიფინება, განლაგდება ცხრა კასრი, სადაც ღვინო და კუთხური სამზარეულო იქნება წარმოდგენილი. ბარათაშვილის ქუჩაზე კი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა”,– აცხადებენ უწყებაში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ღვინის კომპანიები ევროპული წესით დაყენებული ღვინის გამოფენას გამართავენ. ფესტივალზე მისულ სტუმრებს ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობაც ექნებათ. 
ღონისძიება დასრულდება სიღნაღში ერეკლე II-ის მოედანზე გამართული კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ანსამბლები 
„შემოდგომის ფესტივალი სიღნაღში“ 13:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათამდე გასტანს.