ახალი ამბები

თელავის მერიამ მრავალშვილიან ოჯახებს სასკოლო ნივთები გადასცა

მერიის სოციალური განყოფილების უფროსის, ანა ასაბაშვილის განცხადებით, უწყება სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.
,,შევეცადეთ, შესაძლებლობის ფარგლებში დავხმარებოდით ქალაქში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს. 4 ბავშვს, რომელიც წელს პირველად მივიდა სკოლაში, გადავეცით ჩანთები, რვეულები, კალმები და სხვა აუცილებელი ნივთები, რაც სკოლაში სწავლისას დასჭირდებათ”,- განუცხადა Knews.ge-ს ანა ასაბაშვილმა.