ახალი ამბები

თელავში ელენე ახვლედიანის ნახატების მოლბერტები განთავსდა

პროექტის ფარგლებში დამზადდა 10 მოლბერტი, რომელიც ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის წინ და ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა. მოლბერტების ნახვა მასზე განთავსებული განათების საშუალებით ღამითაც შესაძლებელია. მოლბერტებზე განთავსებულია ცნობილი მხატვრის ნამუშევარების რეპროდუქცია, მათ შორის: ზამთარი თელავში, თელავის ციხის ბურჯები, ზამთარი, კახეთი და სხვა. პროექტი, რომელიც თელავის ქუჩების შემოქმედებით ათვისებას ეხებოდა, ქალაქის მერიამ 8000 ლარით დააფინანსა.