ახალი ამბები

ლაგოდეხში ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

“არქიმედეს” კლინიკის ხელმძღვანელის ნუკრი ყარალაშვილის განცხადებით, სამივე დაშავებული მკურნალობას საავადმყოფოში გადის. მათგან ერთის მდგომერობა მძიმეა და მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
სოფელ შრომაში გამგებლის წარმომადგენლის ვასილ მიროტაძის ინფორმაციით, საპირისპირო მხარეს მოძრავი “ჯიპის”და “ბეემვეს” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ინფორმაციას ,,ჰერეთი” ავრცელებს.