ახალი ამბები

შპს „საქართველოს მელიორაციაში“ მობილური მელიორაციის სამსახური შეიქმნა

უწყების ინფორმაციით, შესაძლებელი გახდა ისეთი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების წყლით უზრუნველყოფა, რომელთაც წყალი სატუმბი ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო შეფერხებით მიეწოდებოდა. 
,,მობილური სატუმბი სადგურებით წყალუზრუნველყოფა მოხდება აგრეთვე, საირიგაციო სისტემებში წყალნაკლულობის და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს. შპს „საქართველოს მელიორაციის“ მობილური მელიორაციის სამსახურში დღეისათვის 10 გადასატანი სატუმბი სადგური ირიცხება. მომავალში იგეგმება მათი რიცხვის გაზრდა”,- აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.