ახალი ამბები

მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის კონკურსის ონლაინ რეგისტრაცია დღეს დაიწყება

პროგრამა, რომლის მიზანი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება. პროგრამის პირველ ეტაპზე კონკურსის სახით საუკეთესო ბიზნეს-იდეები გამოვლინდება; მეორე ეტაპი სპეციალური ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს; მესამე ეტაპზე კი საუკეთესო ბიზნეს გეგმის ავტორი, 20 პროცენტიანი თანადაფინანსებით, მიიღებენ 5000 ლარს მიიღებენ. მეწარმეთა ჯგუფი კი 15 000 ლარით დაფინანსდება.
პროექტის ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ ის ფინანსური რესურსი, რომელიც მათ თავიანთი საქმიანობის განვითარების შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, წარმოებისა და მომსახურების მიმართულებები არაა შეზღუდული და მეწარმე თავისუფალია, მის მიერ არჩეულ დარგში წამოიწყოს საკუთარი საქმე. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტომ საქართველოს რეგიონებში აქტიური კამპანია დაიწყო. სააგენტომ მსგავსი შეხვედრა თელავშიც გამართა.