ბლოგები

ჯანსაღი ღიმილის საიდუმლო

გერმანელმა ეთოლოგმა ირენაუს აიბლ-აიბსფელტმა (Irenaus Eibl-Eeibsteildt)  დაამტკიცა, რომ ღიმილი ადამიანთა გულების დაპყრობის ერთ-ერთი იარაღია.ევროპელი ქალები , ყველაზე მეტად მამაკაცებში ღიმილს აფასებენ, იგი წინ უსწრებს შეხედვას. ღიმილი ერთდროულად ამხნევებს და ამშვიდებს.შესაძლოა მამაკაცს არ ჰქონდეს თქვენთვის მოსაწონი თვისებები, მაგრამ მისმა ღიმილმა დაგიპყროთ. გარადა კოსმეტიკური ეფექტისა, კბილები გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. სწორედ მათზეა დამოკიდებული საჭმლის გადამუშავებისა და მონელების უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომლის დარღვევასაც, თავის მხრივ მოსდევს ორგანოებისა და სისტემების პათოლოგიურ ცვლილებათა განვითარება.

მსოფლიო მოსახლეობის 75% -ს კი აღენიშენაბა პაროდონტის დაავადებები (გინგივიტი, პაროდონტიტი, პაროდონტოზი (ჯანმო), რომელბიც კარიესთან ერთად დღეისათვის კბილების ნაადრევი დაკარგვის ძირითად მიზეზეს წარმოადგენს. უდიდეს როლს ამ დაავადებების აღმოცენებაში თამაშობს ის ფაქტი, რომ ადმიანებმა არ იციან პირის ღრუს სწორი მოვლა, რომელმაც შესაძლოა კარიესის განვითარება შეამციროს 80%-ით. ამიტომაც შევეცდები მოგაწოდოთ ადვილად განხორციელებადი რჩევები, რომლებიც აგაცილებთ ტკივილს, სტომატოლოგთან ხშირ ვიზიტს, დროისა და ფინანსურ დანახარჯებს.

მოსახლეობის უმეტესობა კბილებს იწმენდს წინა-უკანა მიმართლებით, რომლის შედეგადაც სუფთავდება, მხოლოდ ვესტიბულური ზედაპირები, ნადები კი იფანტება კბილთაშუა არეებში, რომელიც ღრძილების დაზიანების საშიშროებას ქმნის. პირის ღრუს წმენდის სტანდარტული მეთოდი ითავალისწინებს როგორც ზედა, ასევე ქვედა ყბის კბილთა რკალის ექვს სეგმენტად დაყოფას. ისე, რომ თითეულ სეგმენტში შედიოდეს ორი-სამი კბილი. ჯაგრისის მდებარება კბილების ზედაპირების მიმართ უნდა იყოს მახვილი კუთხით. ზედა ყბაზე თითეულ სეგმენტზე ზემოდან ქვემოთ მიმართულებით წარმოებს ათი „გამომგველი“ წრიული მოძრაობა, რომელიც მოცავს ღრძილის კიდესაც. ლოყისკენა ზედაპირების მსგავსად იწმინდება ენისკენა მხარეც. კბილების საღეჭი ზედაპირები, ფისურები და ღარები, კი წინა-უკანა მიმართულებით. ანალოგიური ქმედებები ხორციელდება ქვედა ყბაზეც, ქვემოდან-ზემოთ წრიული, „ამომგველი“ მოძრაობებით და ა.შ.კბილის ჯაგრისით წმენდის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2-3 წუთისას.

უმნიშვნელოვანესია ენის წმენდა, რომელზეც პირის ღრუს ბაქტერიების დაახლოებით 92%-ია განლაგებული და გარკვეულწილად განსაზღვრავს პირის ღრუს სუნს. თუ თქვენს ჯაგრისს არ გააჩნია ენის საწმენდი, თვენ შეიძლება გამოიყენოთ კბილის ჯაგრისის კარგად გარეცხილი ჯაგრულები, „ჩამომგველი“ მოძრაობებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირის ღრუს ჰიგიენის ეფექტურობას განსაზღვრავს პროცედურის შესრულების სისტემატურობა და გულმოდგინება, რომელიც ჯანსაღი ღიმილის საწინდარია.

 P.S არასოდეს მოიშალოთ სახიდან ღიმილი, მაშინაც კი როდესაც ცუდ განწყობაზე ხართ, ვიღაცას შეიძლება ამ დროს შენი ღიმილი შეუყვარდეს.

ორთოდონტი მარიამ სიჭინავა