ახალი ამბები

შაშიანის საჯარო სკოლას რადიომაუწყებლობა ექნება

მოსწავლეებმა რადიოს სახელწოდებაც უკვე მოიფიქრეს. რადიო „თბილი ხმის“ მეშვეობით სკოლის მოსწავლეები სკოლისა და სოფლის სიახლეების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად გაეცნობიან. 
„სასკოლო რადიო სკოლის ცხოვრებას მრავალფეროვანს გახდის, ბავშვებს გაახალისებს. რადიო ონფორმაციულად დატვირთული იქნება. გართობაც იქნება, პოეზიის დღე მოეწყობა“, – განაცხადა შაშაიანის საჯარო სკოლის მოსწავლემ, პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, სოსო ზარიძემ. 
პროქეტი 2000 ლარით არასამთავრობო ორგანიზაცია “world vision”-მა დააფინანსა. კახეთის სამხარეო განვითარების პროქეტის მენეჯერის, ნანა ათუაშვილის განცხადებით, კახეთის მასშტაბით პირველი შაშიანის საჯარო სკოლაა, რომლის მოსწავლეებმაც საკუთარი ინიიატივით შექმნეს რადიო. ათუაშვილი არ გამორიცხავს, რომ პროგრამამ სხვა საჯარო სკოლების მსგავსი ინიციატივებიც დააფინანსოს. 
„უკვე რამდენიმე წელია, რაც კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ახალგაზრდების განვითარება სხელს უწყობს. ძალიან მოგვეწონა ეს იდეა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ დუბლირება. ბუნებრივი არასოდეს დავკარგავთ იდეას, რომ ეს წამოიწყო ამ სკოლამ. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, მე არ გამოვრიცხავ, რომ პროგრამამ ხელი შეუწყოს აღნიშნული ინიციატივების დაფინანსებას სხვა საჯარო სკოლებშიც“, – აღნიშნა ნანა ათუაშვილმა.