შესაძლოა, ელეტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს

“ენერგო-პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სემეკისგან ტარიფის კორექტირების მოთხოვნა იმით ახსნეს, რომ კომპანიას ელექტროენერგიის შესყიდვის საფასური გაუძვირდა.
„ჩვენ ვართ სადისტრიბუციო კომპანია და ვყიდულობთ ელეტროენერგიას. შესაბამისად გასაყიდი ელექტროენერგია გაძვირდა. დენის ღირებულება იმდენად გაიზარდა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ყველა ფინანსური რესურსი იყო მიმართული და ეს რესურსიც მთლიანად ამოიწურა. გარდა ამისა, 1 აპრილიდან გაიზარდა ელექტროენერგიის გადაცემის საფასური. ეს არის სახელმწიფო სისტემის კომპონენტი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ სემეკს ტარიფის კორექტირების თხოვნით მივმართეთ“, -განუცხადა knews.ge-ს “ენერგო-პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ავთანდილ დვალიშვილმა”.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ამ გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული დრო დასჭირდება და მოსალოდნელი არ არის, რომ დღევანდელ სხდომაზე მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება. პირველი სხდომა სემეკ-ში ამ წუთებში მიმდინარეობს.