ახალი ამბები

გურჯაანის გამგებელი-“ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებმა ჩემს თანაშემწეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

გერგიძის მტკიცებით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მისი თანაშემწე სუს-ის აგენტობაში დაადანაშაულეს და ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. გურჯაანის გამგებლის განცხადებით, გამგეობაში სიტუაცია პოლიციის მისვლის შემდეგ ჩაწყნარდა.
“ახლა გამგეობაში სიწყნარეა. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან თარხნიშვილი და სხვები შემოვარდნენ და იძახდნენ ხალხს რატომ არ იღებთო. ხალხის მიღებაში ხელს თვითონვე მიშლიდნენ. ჩემს თანაშემწეს სუს-ის აგენტი ეძახეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ უკვე გამოვიხაძე პოლიცია, რადგან არ მაძლევდნენ მუშაობის საშუალებას. ისინი ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. მოიყვანეს ისეთი მოქალაქეები, რომლებსაც ყვირილით და წივილით დაძაბულობა უნდა შეექმნათ”, – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტისგამგებელმა.