ახალი ამბები

თელავში ჭადრის ხის გადასარჩენად 14 ათასი ლარი დაიხარჯება

თელავის მერის, პლატონ კალმახელიძეს თქმით, აღნიშნული თანხა მერიის სახელფასო ფონდის შემცირების ხარჯზე გამოთავისუფლდა:
,,აღნიშნული თანხის ფარგლებში შევეცდებით, თელავის სავიზიტო ბარათს – მრავალწლოვან ჭადრის ხეს სიცოცხლისუნარიანობა გავუხანგრძლივოთ. თანხა, რომელიც ჭადრის ხის გადასარჩენად დაიხარჯება, უწყების სახელფასო ფონიდან გამოთავისუფლდა,”– განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.