ახალი ამბები

გურჯაანს წლის ბოლოს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელის დირექტორის, ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, პროექტი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კოორდინირებით მიმდინარეობს. გურჯაანის წყალსადენის სიტემის რეაბილიტაცია ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება:

,,პროექტის ფარგლებში გურჯაანში არსებული 14.65 კმ სიგრძის სადაწნეო მილსადენი შეცვალა. არსებული მილები დაზიანებულ და კოროზიულ მდგომარეობაში იყო, რაც წყლის დაახლოებით, 30%-40% პროცენტის დაკარგვას იწვევდა, შესაბამისად, მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგება ვერ ხორციელდება, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ არსებული პრობლემა სრულად აღმოიფხვრება და მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. აღნიშნული ახალი მილსადენით სასმელი წყალი ქალაქ გურჯაანში განთავსებულ ორ 7000 კბ.მ ტევადობის რეზერვუარებში ჩაედინება, საიდანაც შემდგომ მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება მოხდება. მილსადენის შეცვლით მინიმუმამდე შემცირდება წყლის დანაკარგი”. 

სამუშაოების ფარგლებში ქალაქის ქუჩებში შეიცვლება 3 კმ სიგრძის სხვადასხვა დიამეტრის მილები, რომელთა შეცვლის შემდგომ გაუმჯობესდება მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება.
გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია გაულ წელს დაიწყო და სამუშაოები 2015 წლის ბოლოს დასრულდება.