ახალი ამბები

თელავში ევროკავშირის კინოფესტივალი დასრულდა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ხელშეწყობით ქართველმა მაყურებელმა იხილა მნიშვნელოვანი ევროპული ფილმები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ჩვენებები შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, იტალიის, ლიტვის, პორტუგალიის, ნიდერლანდების, ესტონეთის და დანიის საელჩოების მიერ მოწოდებული ფილმებისა. 
საზეიმო საღამოზე ნაჩვენები იყო გერმანელი რეჟისორის რეჟისორის ქრისტიან პეტცოლდის ფილმი „ბარბარა“, რომელიც 80-იანი წლების აღმოსავლეთ გერმანიაში შტაზისმუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა ექიმი ქალის ისტორიაზე მოგვითხრობს. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა საჯარო დისკუსია, რომელსაც მაია ფურცხვანიძე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი უძღვებოდა:
„მინდა მადლობა გამოვთქვა ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ასეთი საინტერესო თემატიკის ფილმების ჩვენების შესაძლებლობისათვის და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა „თელავის მედია კაფეს“, რომელიც ქალაქისათვის მართლაც ღირებული და საინტერესო არაფორმალური შეხვედრების ადგილია“, – აღნიშნა მაია ფურცხვანიძემ.
„ევროკავშირის ფილმების ფესტივალის“ დახურვის საზეიმო ცერემონიალზე თელავის მედია კაფეში წლის ყველაზე წარმატებული ქალბატონი გამოავლინეს. საზეიმო მიღება თელავის „მედია კაფეში“ თელავის „გენდერის მედია ცენტრის“ მხარდაჭერით მოეწყო და მიზნად ისახავდა აქტიურ ქალთა მხარდაჭერას.