ახალი ამბები

თელავში დიალეზის ცენტრისა და სამედიცინო კვლევითი ცენტრის მშენებლობა იგეგმება

განიხილეს ქალაქ თელავში დიალეზის ცენტრისა და სამედიცინო კვლევითი ცენტრის მშენებლობის საკითხები. ასევე, დაისახა ურთიერთთანამშრომლობის გრძელვადიანი გეგმები ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებითაც. 
შეხვედრას კახეთ – იონის გამგეობის თავმჯდომარე, ყოფილი სენატორი და იონის დეპარტამენტის გენერალური საბჭოს წევრი პიერ ბორდიე, „კახეთ- იონის“ ვიცე პრეზიდენტი ერიკ ჟანტი და ფრანგული ასოციაცია „იონ – კახეთის“ თავმჯდომარე ჟან ნოელ ლური ესწრებოდნენ.