ახალი ამბები

ვერიკო კობიაშვილისა და ირინა მესაბრიშვილის საჩივრები კომისიამ არ დააკმაყოფილა

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ნინო აფციაურის ინფორმაციით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა ორივე პრეტენდენტს:  ,,კომისიამ არ ჩათვალა მიზანშეწონილად, დაეკმაყოფილებინა მათი თხოვნა კონკრეტულ პოზიციებზე”.

 ვერიკო კობიაშვილი საქმეს, სავარაუდოდ, სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ, იგი, სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საპრეტენზიო კომისიამ ორი კანდიდატის, ვერიკო კობიაშვილისა და ირინა მესაბრიშვილის განაცხადი ხელახლა განსახილველად საკონკურსო-საატესტაციო კომისიას თვის დასაწყისში გადაუგზავნა.