მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი” თელავში ვაკანსიას აცხადებს
სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად, ორგანიზაცია თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი საპრემიო ანაზღაურებით, კარგი სამუშაო პირობებით, სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.
ძირითადი მოვალეობები: 3000 ლარამდე მიკრო-სესხების, მათ შორის, აგრო და სამომხმარებლო სესხების გაცემა; აქტიური მარკეტინგული საქმიანობა, კლიენტთა მოძიება; საკრედიტო პორტფელის ხარისხიანი, ოპერატიული და ეფექტური მართვა; კლიენტთა სრული მომსახურება ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად; ბიზნეს აპლიკაციების შესწავლა-დამუშავება, დეტალური გამოკვლევა და ანალიზი; დაგვიანებულ და პრობლემურ სესხებთან განსაკუთრებული მუშაობა; დეტალური ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ.
განაცხადების მიღება იწარმოებს 2015 წლის 3 მარტის 17:00 საათამდე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: