რატომ არ სურთ ახალგაზრდებს სწავლა კახეთის სასწავლებლებში

2011 წლიდან დღემდე ყოვე­ლწლიურად იკლებს უნივერსი­ტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა. ოფიციალური მონა­ცემები კი ასეთია: 2011 წელს თე­ლავის უნივერსიტეტმა- 602 სტუ­დენტი მიიღო, 2012 წელს – 442, 2013 წელს – 360, ხოლო 2014 წელს მხოლოდ 179 სტუდენტი. უცნობია, როგორი იქნება აბიტურიენტთა არჩევანი 2015 წელს. პროგნოზი დამაიმედებელი არ არის.
„კახეთის ხმა“ დაინტერესდა, რა პრობლემებს ხედავენ ახალგაზრ­დები ქალაქში განათლების მიღე­ბასა და დასაქმების საკითხებში. ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა განაცხადა, რომ არასათანადო სწავლების პრობლემა არა მხოლოდ თელავში, არამედ მთელ საქართვე­ლოში დგას.
ხატია კვიკვინია თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელ­მწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სა­ჯარო მმართველობის მე-4 კურსის სტუდენტია. ხატია მიიჩნევს, რომ ადგილობრივ დონეზე უნივერსი­ტეტები მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. საამისოდ კი, ბევრი მიზეზია:
„უნივერსიტეტის მისიაა, ზოგა­დად რეგიონის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მოამზადოს თანამედროვე მოთხო­ვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, შიდა და საგარეო შრომის ბა­ზარზე უმაღლესი და პროფესიული განათლების, კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრი, დამ­საქმებლებსა და დასაქმებულების­თვის განიხილებოდეს, როგორც ყველაზე სასურველი პარტნიორი, გახდეს რეგიონში ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი, სასწავლო პროცესში ინოვაციების დანერგვისა და მიღებული შემოსავლებით აკა­დემიური სწავლება გაუთანაბროს ევროპულ სტანდარტებს, იყოს მა­ღალეფექტური, მოქნილი და სწრა­ფადგანვითარებადი სასწავლებელი. ამის საშუალებას საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტი გვა­ძლევს მხოლოდ თავს შევიკავებ ჩა­მოთვლისაგან, მაგრამ, სამწუხაროდ, თელავის უნივერსიტეტი მათში არ შედის. ზოგადად საქართველოში გა­ნათლების სფერო დასახვეწია და არ დგას იმ საფეხურზე, რაც რეალურ განათლებას ნიშნავს. არა მარტო თელავის უნივერსიტეტში, არამედ ბევრ სხვა სასწავლებელშიც დგას ეს პრობლემა.“
თელავის უნივერსიტეტის სტუ­დენტების ნაწილი მაგისტრატურის გავლას თბილისში აპირებენ, რის მიზეზადაც უკეთეს სწავლებას და დასაქმების მეტ შანსს ასახელებენ. ეს შემთხვევა ნათლად გვაჩვენებს არსებული შრომის ბაზრის მო­თხოვნებსა და რეალურად უნივე­რისტეტის მიცემული განათლების შეუსაბამობას. სოციალურ მეცნიე­რებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის, საჯარო მმართვე­ლობის მე-2 კურსის სტუდენტი ვახო ვარდიაშვილი ამბობს, რომ თელავის უნივერსიტეტის დასრუ­ლების შემდეგ მაგისტრატურის კურსის გასავლელად ურჩევნია უფრო პრესტიჟული სასწავლებე­ლი შეარჩიოს:
„მაგისტრატურის გავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელ­მწიფო უნივერსიტეტში მინდა, რადგანაც იქ უკეთესი განათლების მიღების საშუალება მომეცემა, ასევე შევძლებ, ვიყო მეტად კონკურენტუ­ნარიანი დასაქმების საკითხში.“
„კახეთის ხმა“ დაინტერესდა, რამდენად ისურვებდნენ სასწავლე­ბლად დედაქალაქში გადასული სტუდენტები თელავში დაბრუნე­ბას და მიღებული ცოდნის ქალაქი­სათვის მოხმარებას. ამაზე კითხვით ჩვენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სო­ციალურ მეცნიერებათა ფაკულტე­ტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტ ნინი მოსიაშვილს მივმარ­თეთ, რომელმაც რამდენიმე მიზეზი დაგვისახელა, რის გამოც თელავში დაბრუნებას და აქ მუშაობას არ ისურვებდა. მისი განცხადებით, ამჟამად ქალაქის შრომის ბაზარი არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რაც შესაძლებელია მისი პროფესიის ამბიციურ ადამიანს გააჩნდეს, ასევე იგი პრობლემას სამუშაო ადგილე­ბის სიმცირესა და ანაზღაურების მინიმალურობაშიც ხედავს.
ნინი მოსიაშვილი: „თელავის და­საქმების ბაზარი საკმაოდ სუსტია. მე ვსწავლობ ჟურნალისტიკის ფაკულ­ტეტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიმაჩნია, რომ კარიერული წინსვლისთვის უმჯობე­სია, დედაქალაქში დავრჩე. მართა­ლია, თელავს ორი ტელეკომპანია აქვს და ადგილობრივი გაზეთიც გამოიცემა, მაგრამ ეს მედიასაშუა­ლებები მხოლოდ ადგილობრივია და დიდი ასპარეზი არ აქვს. მირჩევნია, თბილისში ვიცხოვრო, სადაც მგონია, რომ წარმატების უფრო დიდი შანსი მაქვს. ჩემს მეგობრებს, რომლებიც თელავში ცხოვრობენ, უჭირთ სამ­სახურის შოვნა და თუ დასაქმდნენ, ანაზღაურება ძალიან მცირეა.“
ზემოაღნიშნული პრობლემების გათვალისწინებით, ახალგაზრდე­ბი თელავიდან წასვლის მთავარ მიზეზად სწავლების არასათანადო დონეს, მიღებული განათლებისად­მი დამსაქმებლის უნდობლობას, სამუშაო ადგილების სიმცირესა და ანაზღაურების მინიმალურობას ასახელებენ. სწორედ ეს პრობლემე­ბი იწვევს საბოლოო ჯამში თელავი­დან მრავალი ნიჭიერი ახალგაზრ­დის გადინებას.