ახალი ამბები

დაუმუშავებელ მიწებზე ჯარიმების დაწესება არ იგეგმება

გიგლა აგულაშვილის თქმით, ჯარიმების შემოღების თაობაზე არ არსებობს არანაირი საკანონმდებლო პროექტი და ინიციატივა.
“მაშინ, როდესაც სახელმწიფო ხარჯავს რესურსებს, გამოყოფს სუბსიდიებს მიწების დამუშავებისთვის და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციისთვის, ბუნებრივია, ვართ მოტივირებული, რომ მეტი ეფექტი მივიღოთ. მაგალითად, სადაც საგაზაფხულო სამუშაოების დროს მიწა მოიხნა, თუკი ადამიანმა მიწის დამუშავება შეწყვიტა, გამოდის, რომ სათანადო ეფექტს ვერ ვიღებთ. ამიტომ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვინმე დავაჯარიმოთ, ან ადმინისტრირებით დავჩაგროთ, ძირითადი მიზანია, რაც შეიძლება მეტი რესურსი გამოვიყენოთ და მეტი სასურსათო პროდუქტი მივიღოთ. ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ არა ვინმეს დაჯარიმებაზე, არამედ წახალისებასა და ხელშეწყობაზე. დახმარება უნდა ჰქონდეს მას, ვინც მიწას ამუშავებს და ამის მოტივაცია გააჩნია”, – აცხადებს გიგლა აგულაშვილი.