1 დოლარი 1.99 ლარი ღირს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 3 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 1.9970 ლარად იქნება შესაძლებელი. ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 31 იანვარს დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.0557 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0587 ლარი შეადგინა.