ახალი ამბები

ველისციხეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

8 ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ  წვიმის დროს სახლში ისევე წვიმდა როგორც გარეთ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. 

 სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის, ნათია გიორგაძის განცხადებით, „ამ დასახლებაში მოსახლეობას 15 წელია უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება. ვინაიდან შენობას კონკრეტული მეპატრონე არ ყავს, ამიტომ მისი რეაბილიტაცია აქამდე ვერ მოხერხდა.“

სოფელ ველისციხეში წლის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაც იგეგმება.