ახალი ამბები

ყვარელში ლიტერატურული მარათონი გაიმართა

მარათონში საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიღეს მონაწილეობა, რომლებმაც ოთხი საათის განმავლობაში ლიტერატურული ნაწარმოებები შექმნეს.
როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, მოსწავლეებმა ლიტერატურული ნაწარმოებები იმ სიტყვების გამოყენებით დაწერეს, რომელიც მარათონის დასწყისში ყუთში წინასწარ იყო მოთავსებული. მათივე თქმით, გამარჯვებულს ჟიური, ერთი თვის ვადაში დაასახელებს.