ახალი ამბები

მოქალაქეები 2015 წლისთვის დაუბეგრავ მინიმუმს ვეღარ დაიბრუნებენ

015 წლისთვის მიღებულ შემოსავლებზე დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი აღარ გავრცელდება. 2015 წელს შესაბამისს პირებს კვლავ ექნებათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და 2014 წელს გადახდილი გადასახადის დაბრუნების უფლება, მაგრამ ეს უფლება 2015 წელს მიღებულ შემოსავლებზე აღარ გავრცელდება.
ფინანსთა სამინისტროს ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით, “საგადასახადო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები უკვე პარლამენტშია. მისი განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება. პარლამენტში წარდგენილი პროექტით დაუბეგრავი მინიმუმის მოქმედების ვადები განისაზღვრება. კერძოდ, “საგადასახდო კოდექსში” შესატანი ცვლილებებით, კანონის ძირითადი ნაწილიდან ყველა ის ნორმა ამოდის, რომელიც დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების წესებს ადგენს. შესაბამისი ნორმები ე.წ. გარდამავალ დებულებებში გადადის, სადაც იწერება, რომ ფიზიკური პირი, რომლის ერთობლივი შემოსავალი (ჯერ კიდევ მოქმედ კანონში კი, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზეა საუბარი) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით 2013 და 2014 წლის განმავლობაში 6000 ლარს არ აღემატება, უფლებამოსილია, კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი – 1800 ლარი.
2013 და 2014 წლების მიხედვით, დაქირავებულს უფლება აქვს, დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ წარადგინოს, მაგრამ არაუგვინესს 2015 წლის 30 სექტემბრისა. 
მთავრობა კანონპროექტს თანდართულ განმარტებოთ ბარათში აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა შესაძლოა, უარყოფითად აისახოს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, ვინც დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით სარგებლობდა.