ახალი ამბები

პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობას ვეტოს დაძლევისთვის მადლობას უხდის

მისი თქმით, ამ ფაქტით საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

„მინდა მადლობა გადავუხადო დეპუტატებს. მართლაც ძალიან კარგი დემონსტრირება იყო იმისა, რომ დღეს საქართველოში დემოკრატიაა. ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ამაში საპარლამენტო უმრავლესობის წვლილი. ეს ჩვენს პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.