IREX რეგიონული მედიის განვითარებისთვის ხუთწლიან პროგრამას იწყებს

საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) იწვევს მედია საშუალებებს პარტნიორობისთვის რეგიონული მედიის მდგრადობის ინიციატივის (RMSI) ფარგლებში. მედიის განვითარების ახალ ხუთწლიანი პროგრამას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.
პროგრამა „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის“ (M-TAG) მიზნად ისახავს საქართველოში დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებული ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რაც აუცილებელია კარგი მმართველობისათვის. 
M-TAG-ის ინიციატივაა, რომ მდგრადობის მისაღწევად რეგიონული მედია საშუალებები უნდა ჩამოყალიბდნენ უფრო ძლიერ და უკეთ მართულ ბიზნესებად, ახალი ამბებისა და ინფორმაციის უფრო ეფექტურ მიმწოდებლებად და თავიანთი რეგიონისთვის არსებითად მნიშვნელოვან ორგანიზაციებად. 
RMSI პარტნიორებად შეირჩევა მედიასაშუალებების შეზღუდული რაოდენობა, რომლებსაც M-TAG პროგრამა ბიზნესის მენეჯმენტისა და სამუშაო პროცესების გამართვასა და მედია პროდუქციის წარმოებაში დაეხმარება. მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში კონტენტის საწარმოებლად და ბიზნესის სფეროში ინოვაციების განსახორციელებლად.
RMSI-ის მიზანია დახმარება აღმოუჩინოს სათანადო პოტენციალის მქონე რეგიონულ მედიაპარტნიორებს, რათა ისინი გახდნენ ფინანსურად უფრო მდგრადი ორგანიზაციები, უზრუნველყონ თავიანთი სარედაქციო დამოუკიდებლობა და თავიანთი საქმიანობა პროფესიული სტანდარტებისა და ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად წარმართონ.
დაინტერესებულმა მედია ორგანიზაციებმა უნდა შეავსონ პარტნიორობის განაცხადი და წარუდგინონ IREX M-TAG პროგრამას 5 დეკემბრის 17:00 სთ.-მდე. 
IREX-ის ოფისში, 26 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე ჩატარდება ღია კარის დღე, რომლის დროსაც დაინტერესებული მედია საშუალებები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას RMSI-ის შესახებ და განაცხადთან დაკავშირებულ მითითებებს.