ახალი ამბები

თბილისი – ბაკურციხე – ლაგოდეხის ხიდზე მოძრაობა ორმხივად გაიხსნა

როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული, თავიდან სავალი გზის მხოლოდ ერთი ნაწილი გადაიკეტა. სარემონტო სამუშაოები გზის მეორე მხარეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი ნაწილის რეკონსტრუქცია დასრულდა და მოძრაობა სწორედ აღნიშნულ მონაკვეთზე შეიზღუდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შპს „არილი“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასრულებს. პროექტით გათვალისწინებულია სამუშაოების მიმდინარე წლის 31 ნოემბერისთვის დასრულება, რომლისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 483 900 ლარი გამოიყო.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი – ბაკურციხე – ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ 22+300 და კმ 22+370 –ზე არსებული გზაგამტარების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის ფარგლებში გამაგრდა გზაგამტარების ბურჯები, მოეწყო გადასასვლელი ფილები, აღდგა ხიდის სავალი ნაწილი და დაეგო ასფალტ-ბეტონის საფარი. თბილისი – ბაკურციხე – ლაგოდეხის ხიდზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 15 ივლისს დაიწყო.