ახალი ამბები

კახეთში 2 და 3 ნოემბერს ღამით -2 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება

კახეთში ჰაერის ტემპერატურა, მომავალი ერთი კვირის მანძილზე, დღისით 8-13 გრადუსამდე აიწევს. ტემპერატურა , ღამით 0, +1 სითბო, ხოლო 2 და 3 ნოემბერს ღამით -2 გრადუსამდე დაეცემა. კახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონში კი შესაძლოა, ძლიერი წვიმა თოვლში გადავიდეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ცივი ამინდი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.