ახალი ამბები

72 წლის თელაველი ალექსანდრე ბერძნიშვილი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა

რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა 17 ოქტომბერს თელაველი 72 წლის ალექსანდრე ბერძნიშვილი სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა.  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლოს ბერძენიშვილი ნახეს თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, საიდანაც მისი კვალი იკარგება.
გაუჩინარებული 72 წლის თელაველის ოჯახის წევრების განცხადებით, ალექსანდრე ბერძნიშვილი მათ არწმუნებდა, რომ თურქეთში მეგობართან სამუშაოდ უნდა წასულიყო, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია გადაკვეთა თუ არა გაუჩინაურებულმა პიროვნებამ საზღვარი.
ალექსანდრე ბერძნიშვილი თელავის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელის მამაა. სამართლადაცველები დაკარგულ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ.