ახალი ამბები

გურჯაანში საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს

ამ წუთებში, გურჯაანში საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს. კახეთი უკვე მეხუთედ უმასპინძლებს დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ერთდროულად მიმდინარეობს.  ფესტივალის ორგანიზატორი ამჯერადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთია“.
ფესტივალის მხარდამჭერია გურჯაანის მუნიციპალიტეტი, საინფორმაციო მხარდაჭერას გაზეთი „კახეთის ხმა“ და ვებ პორტალი knews.ge უწევენ. ამ წუთებში, გურჯაანის სამუსიკო სკოლაში დასრულდა ფილმის ჩვენება და დისკუსია იწყება. დღესვე სამუსიკო სკოლის შენობაში ფოტო გამოფენა სახელწოდებით – “ძველი გურჯაანი” მოეწყო. საერთაშორისო ფესტივალი „ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით იმართება.