ტურისტების რაოდენობამ 1%-ით მოიმატა
სტატისტიკური მონაცემებით, ზაფხულში ტურისტების რაოდენობამ 892 413 შეადგინა, რაც გასული წლის ზაფხულის სეზონის მაჩვენებელს 13 %-ით (789 958) აღემატება. რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტორებს, მათი რაოდენობა მიმდინარე წელს 1 895 060 იყო, რაც 1 %-ით აღემატება გასული წლის ზაფხულის სეზონის მაჩვენებელს.
აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ესპანეთი, ლატვია და ნიდერლანდები, შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის მოქალაქეები 50% მატებით.
აგვისტოში ზღვისპირა კურორტებმა 89%-იანი დატვირთვით იმუშავა, გასული წლის აგვისტოში კი ზღვისპირა კურორტების დატვირთვის მაჩვენებელი 70% იყო.