ახალი ამბები

თესაუში ონლაინ სწავლების ახალი ქართული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

 ონლაინ სასწავლო პროგრამა განკუთვნილია საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციებისთვისა და სტუდენტებისთვის. იგი მოიცავს 4 მოდულს: სოციალური კვლევის მეთოდები, საჯარო პოლიტიკის ანალიზი, ადვოკატირება და ლობირება, საჯარო ფინანსები. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ და დაფინასებულია ევროკავშირის მიერ.