თესაუში წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნები ჩატარდა
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები აირჩიეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტებზე. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი 10 კანდიდატიდან იყრის აკადემიური პერსონალის 10 კანდიდატი, საიდანაც 5 კანდიდატს აირჩევენ, ხოლო სოციალურ მეცნიერებათა,ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე 3 კანდიდატიდან 2-ს აირჩევენ. არჩევნები დაიწყო დილის 10 საათზე და დასრულდა 14 საათზე.
წარმომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტის წარმომადგენელთა მინიმალური ოდენობა არ შეიძლება იყოს 3-ზე ნაკლები. საბჭოს შემადგენლობაში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება უნივერსიტეტის ფარგლებში საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს უნივერსიტეტის გერბს, დროშას, ჰიმნს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს; დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს – რექტორის აპარატს – რექტორის წარდგინებით; დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს – ადმინისტრაცის ხელმძღვანელის აპარატს – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და ა.შ. საბჭო ამავე დროს, ფარული კენჭისყრით, აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას. წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.