გურჯაანის მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაცია დაიწყო
,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” აცხადებენ, რომ პროექტის ღირებულება 3, 5 მილიონ ლარამდეა და ის ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
კომპანიის ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერის შედეგად გამარჯვებული კომპანია “სპეცჰიდფრომშენი” გამოვლინდა, რომელიც გურჯაანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს. სამუშაოები პროექტის მიხედვით, 2016 წელს უნდა დასრულდეს.
“გურჯაანში იგეგმება დაახლოებით 14,5 კმ. სიგრძის მაგისტრალურ ქსელის რეაბილიტაცია, სამუშაოებზე 200-მდე ადამიანი დასაქმდება. პროექტის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გურჯაანის წყალმომარაგება, შემცირდება წყლის დანაკარგები და გაუმჯობესდება წყლის ხარისხი. მოსახლეობის 100% უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგებით”, – განუცხადეს ,,ინტერპრესნიუსს” “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში”.