ახალი ამბები

თელავში, ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს, ქალაქ თბილისსა და რეგიონულ ცენტრებში განახორციელებს ძაღლებისა და კატების უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას.

თელავში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდება შემდეგ მისამართზე: თელავი – ალაზნის გამზირი (ზურა ვეფხიშვილი – 595 22 11 13)