გურჯაანში „მწნილისა და მურაბის ფესტივალი“ გაიმართა
ფესტივალი 12 საათზე გაიხსნა და სტუმრებს „მარნეულის სასაურსათო ქარხნის“ პროდუქციის დაგემოვნებისა და სპეციალურ ფასად შეძენის საშუალება ჰქონდათ.
ფესტივალი ფოლკლორულმა ანსამბლმა „მოძახილმა“ გახსნა.
ფესტივალი შპს “ჯეპრას”, სს „წყალი მარგებელის“ და შპს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ ორგანიზებით საქართველოს 10 ქალაქში ტარდება. პირველად ფესტივალი 2013 წელს „თბილისობის“ დღესასწაულზე გაიმართა, რის შემდეგაც ის ყოველწლიური გახდა. ფესტივალის მიზანი ქართული სუფრის ტრადიციების წარმოჩენა და შენარჩუნებაა.