ახალი ამბები

მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფელ შრომაში საცხოვრებელი სახლები დატბორა

ამ წუთებში დაზარალებულ ქუჩებზე სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტიქიისა და სხვა მოვლენების პრევენციის განყოფილება აწარმოებს. 
მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად კალაპოტი შეცვალა მდინარე ,,ლაგოდეხის ხევმა“ რის გამოც ამ წუთებში მდინარის ტერიტორიაზე დამცავი მიწაყრილი კეთდება.
ლაგოდეხში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია ეტაპობრივად იგეგმება.