ახალი ამბები

ღვინის ქარხნებში საფერავის ჯიშის ყურძნის მიღება შეჩერებულია

დავითაშვილი ყურძნის მიღების განახლების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს. 

“საფერავის ჯიშის ყურძნის მიღების დროს გამოვლინდა გარკვეული სახის შეფერხება.ღვინის ავსები გადავსებულია. ამის გამო ქარხნებს არ შეუძლიათ ყურძნის ჩაბარება. ავსების დაცლისთანავე ღვინის ქარხნები საფერავის ჯიშის ყურძნის მიღებას ისევ შეძლებენ”, – განუცხადა knews.ge-ს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა. 
შეგახსენებთ, რომ ღვინის ქარხნებში საფერავის ჯიშის ყურძნის მისაღები ფასი 2 – დან 1,5 ლარამდე დაეცა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ღვინის ქარხნებში საფერავის მისაღები ფასის დაცემა განაპირობა ყურძნის საკმარისი რაოდენობის მიღებამ, რის გამოც ქარხნებში ავზები გადაივსო. 

კვირის დასაწყისში კი ღვინის ქარხნები საფერავის ჯიშის ყურძენს 2,30 – დან 3 ლარად იბარებდნენ.